საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსამართლეებთან დაგეგმილ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც არის მიწვეული.
ამის შესახებ კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში", სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, 16 მარტისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ე.წ. ხარვეზების დამდგენ კომისიას.
"უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა აღნიშნული კომისიის შესახებ წერილობით უკვე გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს, სადაც სერიოზული შენიშვნები გვაქვს. ჩვენ ვთავაზობთ მათ მიერ შემუშავებული ვარიანტის უფრო კარგ მოდელს, თუმცა მუშაობას ორი-სამი კვირა დასჭირდება", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.