სამებაში დღეს ღვთისმშობლის პარაკლისი შესრულდება

სამებაში დღეს ღვთისმშობლის პარაკლისი შესრულდება

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს ღვთისმშობლის პარაკლისი შესრულდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, სამების ტაძარში პარაკლისის დასრულდების შემდეგ ბრძანა.

"ჩვენ ვილოცებთ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის და თქვენთვის", - აღნიშნა პატრიარქმა პარაკლისის შემდეგ მცირე ქადაგებისას.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ღვთისმშობლის პარაკლისი ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყება და მას უწმინდესი შეასრულებს.

გუშინ კი სამებაში ჩატარდა უძლურთა და ავადმყოფთათვის პარაკლისი, რომლის დროსაც უწმინდესმა ზეთი თავად ცხო ტაძარში მყოფ მრევლს.