აშშ–ს საელჩომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი აღჭურვილობა გადასცა

აშშ–ს საელჩომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი აღჭურვილობა გადასცა

აშშ–ს საელჩომ შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საკონტროლო–გამშვები პუნქტისთვის საჭირო ახალი ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ახალი თაობის თანამედროვე ხელსაწყოები საბუთების შემოწმებისას გამოიყენება. მათი მეშვეობით ყალბი პასპორტებისა და ვიზების გამოვლენის პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტური გახდება.

ღონისძიება აშშ-ის საელჩოს ინიციატივითა და თანადგომით ჩატარდა.