სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუას ინტერპოლი ეძებს, - ჭაკუას მონაცემები ინტერპოლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. დავით ჭაკუა ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 3-ე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) 25-144 პრიმა 3-ე მუხლის 2-ე ნაწილით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) 25-145-ე მუხლით, (აღმსრულებლის და თანამონაწილის პასუხისმგებლობა-დანაშაულის პროვოკაცია) 25-369 პრიმა პირველი მუხლის 3-ე ნაწილით (აღმსრულებლის და თანამონაწილის პასუხისმგებლობა-სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია) და 372-ე მუხლის 2-ე ნაწილით (ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმზე) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.