"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილმა გენდირექტორმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც ჟურნალისტებს ბარათაშვილმა განუცხადა, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება, მისი პოსტიდან დათხოვნის შესახებ უკანონოა. 

ბარათაშვილის განცხადებით, ის ასევე ითხოვს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის გაუქმებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს უკანონოდ მიმდინარეობს.

"მეორე, ეს არის 4 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც ბორდმა გამოიტანა. ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო", - აღნიშNა ბარათაშვილმა.
სარჩელის მომზადების პროცესში ჩართული იყო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და გიორგი ბარათაშვილს სასამართლოზე ადვოკატირებსაც გაუწევს.