სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", ხვალ, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, USAID-ის პროექტის Good Governence of Georgia მხარდაჭერით , გამართავს შეხვედრა-დისკუსიას სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებულ პირებთან.
სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება მათ მიერ დანერგილი სიახლეები, ელექტრონული დავების საბჭოს მოდერნიზებული მოდული და მოხდება მისი პრეზენტაცია, სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და უკეთესი კომუნიკაციის საშუალებებზე.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, საადვოკატო ბიუროების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეწარმეები.
შეხვედრის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების შესახებ და სახელმწიფო შესყიდვების პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერების ხელშეწყობა.