ზაზა აბაშიძე აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას

ზაზა აბაშიძე აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას "ჩვეულებრივ მოვლენად" აფასებს

GIPA-ს ლექტორი ზაზა აბაშიძე აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას "ჩვეულებრივ მოვლენად" აფასებს და მიიჩნევს, რომ ის "დიდი ხანია" აღარ არსებობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზაზა აბაშიძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი გაირკვევა და გამოსწორდება.

"ცხადია, ძალიან სამწუხაროა, რომ აგრარული უნივერსიტეტის გარშემო ატეხილ ამბებში ჩართულები არიან სტუდენტები, რომელთაც, ჩემი ღრმა რწმენით, არაფერი ემუქრებათ. მათ ნამდვილად მიეცემათ საშუალება სწავლის გაგრძელებისაც და უმაღლესის დამთავრებისაც. ის, რაც ხდება აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. სამიოდე წლის წინ აკრედიტაცია შეუჩერდა, საქართველოს მნიშვნელობით მეორე, უდიდეს უმაღლეს სასწავლებელს - ტექნიკურ უნივერსიტეტს. სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს იყო ამის მიზეზი. დღეს, იგივე ხდება აგრარულ უნივერსიტეტთან (რომელიც, ჩემი აზრით, დიდი ხანია აღარ არსებობს, ისევე, როგორც ვეტერინარული ზოოტექნიკური ინსტიტუტი) დაკავშირებით. ესეც სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს არის ამის მიზეზი. გაირკვევა ყველაფერი და გამოსწორდება – აღდგება, ის რაც შეჩერებულია; არ გამოსწორდება - არ აღდგება. ასე შეიძლება დაემაერთოს ყველა უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც რაღაცით არ აკმაყოფილებს სტანდარტებს. GIPA - ს წინააღმდეგ დაწყებული კამპანია აბსურდულია და უბრალოდ არაეთიკური, და გასაგებიცაა რატომ ხდება ეს", - აღნიშნავს GIPA – ს ლექტორი განცხადებაში.