სტუდენტები ვარაუდობენ, რომ გიორგი მარგველაშვილს ორშაბათს კიდევ შეხვდებიან

სტუდენტები ვარაუდობენ, რომ გიორგი მარგველაშვილს ორშაბათს კიდევ შეხვდებიან

გააგრძელებენ თუ არა აქციებს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, ჯერ უცნობია. როგორც სტუდენტებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, აქციებსა და ასევე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უფრო დეტალურად მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც სტუდენტებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გამართავენ შეხვედრას და დღევანდელი შეხვედრის დეტალებს გაივლიან. 

ამასთან, სტუდენტების თქმით, მათ მიიღეს შეხვედრაზე დაპირება, რომ გაიმართება მინისტრთან კიდევ ერთი შეხვედრა. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ვარაუდობენ, რომ გიორგი მარგველაშვილს ისინი ორშაბათს კიდევ შეხვდებიან.

"ჩვენ მივიღეთ დაპირებები და ვფიქრობთ, ამ დაპირებების შესრულებისას, ჩვენ მივიღებთ ავტორიზაციას", - განაცხადეს სტუდენტებმა.