საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ხვალ, სამუშაო შეხვედრებს ფოთში გამართავს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ფინანსთა სამინისტროს სამსახურების მუშაობას გაეცნობა, ასევე, შეხვდება ადგილობრივ ხელისუფლებას.
ნოდარ ხადურთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი, მომსახურების სააგენტოს უფროსი გიორგი ჯავახიშვილი, ქ. ფოთის მერი დავით სარსანია.