ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიოეთიკურ საკითხებზე სიმპოზიუმი გაიმართება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიოეთიკურ საკითხებზე სიმპოზიუმი გაიმართება

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიოეთიკურ საკითხებზე სიმპოზიუმი გაიმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სიმპოზიუმის ორგანიზატორებმა განუცხადეს, სიმპოზიუმის თემაა "ევთანაზია საკრალურ და სეკულარულ სივრცეში". ევთანაზია ბიოეთიკურ საკითხს წარმოადგენს და პაციენტის ან მისი ახლობლის სურვილის შემთხვევაში სიცოცხლის შეწყვეტას ნიშნავს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრაცია.

სიმპოზიუმის მსვლელობისას ბიოეთიკოსები, სასულიერო პირები და დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ ევთანაზიის პრობლემატიკას სხვადასხვა ჭრილში. სიმპოზიუმში მონაწილეობას მილანის კათოლიკური უნივერსიტეტის მორალური თეოლოგიის პროფესორი ელენე კოლედი მიიღებს.