ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრას არადიპლომატიურ ჟესტს უწოდებს.
როგორც პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად.
"ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კონტაქტები აფხაზებთან და ოსებთან. ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხებთან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით" , – აცხადებს პეტრიაშვილი.
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ანქვაბი ერთმანეთს გუშინ მოსკოვში შეხვდნენ.