გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) განცხადებით, "ვიღაცა ადამიანი, პირობითად უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე, "ფეისბუქის" მეშვეობით რაღაც თემას წამოწევს, რომელსაც მერე განხილვისა და დაპირისპირების საგანი ხდება".
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას ანსამბლ "ერისიონის" რუსეთში გასტროლების შეფასებისას განაცხადა.
"მე ამ თემას ცოტა სხვა კუთხით მივუდგებოდი. აქ ვიყავი და ვუსმენდი ჯემალ ჭკუასელს და მე პირადად შემრცხვა იმისი, ბატონი ჯემალის თვალწინ ვარ გაზრდილი, დიდი ხანია, ამ ადამიანს ვიცნობ და ყველამ იცის, რომ ის ქართველებისთვის კოლორიტია თავისი შემოქმედებით, წარსულით ისტორიით. შემრცხვა ამისი, რატომ უნდა უწევდეს ბატონ ჯემალს ვიღაცეების ნათქვამზე თავის მართლების პოზიციაში ჩადგომა. და არა მარტო მას. ამ ბოლო დროს ხშირად ხდება. მე მგონია, რომ ვიღაცა ადამიანი, დავარქვათ პირობითად უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე, რაღაც თემას ‘’ფეისბუქის’’ მეშვეობით წამოწევს, რომელსაც მერე ტელევიზიები წამოეკიდებიან, ეს თემა წავა განხილვისა და დაპირისპირების საგანი. საერთოდ ვერ გავიგე ერთ რაღაცა, აუცილებელი ყველა თემა ასე იშიფრებოდეს? რამდენი თემა იწერება "ფეისბუქზე", რამდენი ადამიანი საკუთარ აზრს წერს, შეიძლება, ეს ყველაფერი... იცით რა შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მომხრეების კონიუნქტურაში ვზივართ დღემდე თავის ტელევიზიებიან მედიასივრციანად და იქედან ვერ გამოვდივართ. რაღაცას წამოგვიგდებენ, წამოგვაგებენ ამაზე და მერე 4-5-8 დღე ამის განხილვა და დაპირისპირება მიდის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.