საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ მმართველი კოალიცია ვენეციის კომისიის დასკვნას სრულად გაიზიარებს.
ამის შესახებ მაჭავარიანმა კომისიის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას აღნიშნა.
"ვენეციის კომისიის დასკვნა და მათი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, რომ მმართველი კოალიცია სრულად გაიზიარებს კომისიის დასკვნებს და არა იმ ნაწილს, რომელიც მისთვის სასარგებლოდ მიაჩნია. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში მოვისმინეთ, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ რეკომენდაციების ნაწილის გაზირებას აპირებს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები იქნება", - განაცხადა მაჭავარიანმა.