საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ავტორიზაციის
შეწყვეტის მოუხედავად, დილიდან უნივერსიტეტში მივიდნენ როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. ამ დროისთვის უნივერსიტეტში ლექციები მიმდინარეობს. შენობაში უცხო პირების შესვლა შეუძლებელია სპეციალური საშვის გარეშე.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აგრარული უნივერსიტეტის კანცელარიაში განუცხადეს, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, სტუდენტების ნაწილი დილის ხუთ საათამდე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ლექციები არ გაუცდენიათ და დილიდან გამოცხადდნენ უმაღლეს სასწავლებელში.
სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან ლექციებზე იმყოფებიან. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, მათ პრესსამსახურის ნებართვის გარეშე კომენტარის გაკეთების უფლება არა აქვთ.
ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გამთენიისას შეუჩერ