პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას უწოდებს.
პრეზიდენტის განცხადება აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი facebook–ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
"ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.
სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია.
მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს."-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.