საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხვალ, თელავის გამგეობის შენობაში , კახეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებს შეხვდება.
შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია.
შეხვედრას, ასევე, დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები დავით ლოსაბერიძე და კოტე კანდელაკი.
შეხვედრის მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღონ დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შესახებ, ჩაერთონ რეფორმის მომზადების პროცესში და გამოთქვან საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.