გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაბა ვაზიანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის ნაწილში მოსახლეობა ცხოვრობდა, ნაწილი კი უფუნქციოდ იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლემა, კახა ალადაშვილმა განაცხადა, წინასწარი ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, ალადაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები.
ამ ეტაპისათვის დგინდება, ხომ არ არის ჩამონგრეულ შენობაში ვინმე მოყოლილი. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, როგორც ალადაშვილი აცხადებს, ჩამონგრეულ შენობაში არავინ არ უნდა იყოს დარჩენილი.