თბილისის საკრებულოში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პარტიული სიით არჩეულ წევრს, კახა ბროკიშვილს პარტიის წევრობა შეუწყდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ქდმ-დან აცნობეს, გადაწყვეტილება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მთავარმა კომიტეტმა მიიღო.
პარტიის ინფორმაციით, ბროკიშვილს პარტიის წევრობა "პარტიულ კურსთან მისი ნაბიჯების შეუთავსებლობისა და მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობის გამო" შეუწყდა.