საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური, პარტიის პოლიტიკურ მდივანთან ბიძინა გიორგობიანთან და ცსკო-ს წევრთან ნინო გოგუაძესთან ერთან, სამდღიანი ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრებიან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ევროპარლამენტის კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფის თავმჯდომარესთან, მარტინ კალანინისთან, პირველ ვიცე-თავმჯდომარესთან ჟან ზაჰრალდისთან, ასევე ვიცე თავმჯდომარეებთან: ჯეოფრი ვან ვორდენთან, დერ ჟან ეპინკისთან და რისზარდ ანტონი ლეგუტკოსთან.
გარდა ამისა ვიზიტის ფარგლებში ზვიად ძიძიგური და ბიძინა გიორგობიანი შეხვედრას გამართვენ ევროპარლამენტის წევრ, ბრიტანელ ჟურნალისტ, მწერალ და პოლიტიკოსთ დანიელ ჯონ ჰანინთან, ბრიტანელი კონსერვატორების საგარეო საქმეთა სპიკერთან ტიმოთი ჩარლზ აიტრონ ტანნოკისთან და ჩეხ პოლიტიკოს და ევროპარლამენტის წევრ მილან ქაბრნოჩისთან.
ვიზიტი ევროპარლამენტის კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფის მოწვევით ხორციელდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური 04:30 საათზე აეროპორტში ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებს.