საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოქმედი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციის გასავლელად ვადა 13 მარტს, 12:00 საათზე ეწურებათ.
სარედაქციო განაცხადში, რომელიც ელექტრონულ მისამართზე - pressivanishvili@gmail.com იგზავნება, მსურველებმა უნდა მიუთითონ შეხვედრაზე დამსწრე ჟურნალისტის, ოპერატორის, ფოტოგრაფის სახელი და გვარი.
შეხვედრას მხოლოდ ერთი ჟურნალისტი/ოპერატორი/ფოტოგრაფი დაესწრება. პრემიერისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეხვედრის ადგილი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.