აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს შენობისკენ მსვლელობას აწყობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სტუდენტები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ, საიდანაც ავტორიზაციის საბჭოსკენ მსვლელობას მართავენ.
მსვლელობაში 100-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს, თუმცა მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. აქციაზე იმყოფებიან ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. სტუდენტების პროტესტს შეუერთდა თეა თუთბერიძეც.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაელოდებიან აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ისინი ავტორიზაციის საბჭოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.