საქართველოს სახალხო დამცველი ავსტრალიის თანამეგობრობის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, უჩა ნანუაშვილმა და იან ბიგმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
სახალხო დამცველმა ელჩს ომბუდსმენის ოფისის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ერთიან სტრატეგიას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხს, კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვასა და სახალხო დამცველის რეგიონური ოფისების გაძლიერებას.
ავსტრალიის თანამეგობრობის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სახალხო დამცველს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.