რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ქალაქის ყველა რაიონში გზების რეაბილიტაცია ორი წლის განმავლობაში დასრულდება, რაც თბილისელების შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
კერძოდ, სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში 4 000 კვ.მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი კაპიტალურად იგება, ბეტონის ბორდიურები კეთდება და ტროტუარები ეწყობა. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.