ვენეციის კომისიას სასამართლოში ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ვენეციის კომისიას შენიშვნები აქცს იმ ნორმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ვალდებულია, ნებისმიერ სხვა პირს სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერი გადასცეს.
"ვენეციის კომისიის დასკვნაში მითითებულია, რომ შესაძლოა, ამან პრობლემა წარმოშვას იდენტიფიკაციასთან და პირადი ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ უნდა იმსჯელოს - გადახედოს თუ არა ამ საკითხს, - ასეა ნათქვცამი", - განაცხადა კუბლაშვილმა.