„მალე იუსტიციის საბჭოს ახალი შემადგენლობა გვეყოლება“, - თეა წულუკიანი

„მალე იუსტიციის საბჭოს ახალი შემადგენლობა გვეყოლება“, - თეა წულუკიანი

„უახლოეს მომავალში საქართველოს ეყოლება იუსტიციის საბჭოს ახალი შემადგენლობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

წულუკიანის განცხადებით, კანონის ამოქმედებისთანავე ორ კვირიანი ვადა გამოცხადდება, რომ შეიკრიბოს ნოსამართლეთა ახალი კონფერენცია და აირჩიონ ახალი წევრები.

ვენეციის კომისის დასკვნაში ყველაზე მნიშვნელოვანი, წულუკიანის განცხადებით, ისაა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საბჭოში წევრების ერთპიროვნულად დანიშვნის უფლება არ ექნება და ისიც, რომ წევრების არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს უნდა გამოქვეყნდეს.