თამარ კორძაია გიორგი მელაძის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს

თამარ კორძაია გიორგი მელაძის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს

მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი თამარ კორძაია საზმაწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის გიორგი მელაძის განცხადებას ეხმაურება. 

თამარ კორძაიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას მელაძის განცხადებებს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდა. მისი თქმით, 7 მარტს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, დაწვრილებით ისაუბრეს კანონის შესახებ. "შეხვედრაზე საგანგაშო არაფერი იყო. სამეურვეო საბჭო ვერ მართავს სიტუაციას ტელევიზიაში და სწორედ ამან განაპირობა კანონპროექტის ინიცირება" – აცხადებს კორძაია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გიორგი მელაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროცესები, რაც საზმაუწყებლის გარშემო მიმდინარეობს, თინა ხიდაშელმა დაიწყო არჩევნების შემდეგ, სოციალური ქსელებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მიმოწერით.

"თინა ხიდაშელი პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებრივ ორგანზიციების წარმომადგენლებს, აეგდოთ ბურთი და შემდეგ ისინი გააგრძელებდნენ მოედანზე თამაშს. ეს თამაში მიმდინარეობს დავით უსუფაშვილის დირიჟორობით", - აღნიშნა გიორგი მელაძემ.

მელაძის განცხადებით, დავით უსუფაშვილმა მოუწოდა ტელევიზიის თანამშრომლებს, შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი ხელმოწერები და ამას ადასტურებენ ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან შეხვედრაზე.