"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება ორივე მხარეს მოუწევს.
როგორც "პრაიმტაიმის" პრესკლუბში მამუკა კაციტაძემ განაცხადა, დღეს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიამ ორივესთვის სასურველი დასკვნა დადო.
"ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს დაიდება და გახდება ცნობილი კონკრეტულად რა წერია ამ დასკვნაში", - აცხადებს კაციტაძე. მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში რომ ხარვეზებია ამაზე არავინ კამათობს.
"სასამართლო თემა ყოველთვის იყო ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი და როგორც ჩანს აღნიშნულ თემაზე ამ დასკვნაშიც იქნება საუბარი", - აცხადებს კაციტაძე.