ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი იაფდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი იაფდება

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი იაფდება. აფხაზურის მედიის ინფორმაციით, ფიზიკური პირები, რომლებიც აქამდე 1 კილოვატ ელექტროენერგიაზე 60 რუსულ კაპიკს იხდიდნენ, ამიერიდან 40 კაპიკს გადაიხდიან.

ფიზიკურ პირებს 60 კაპიკიანი გადასახადი მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაუწესდათ, თუმცა ამას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამის გამო შეიქმნა ე.წ. პარლამენტში სამუშაო ჯგუფი, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ტარიფის 40 კაპიკამდე შემცირების შესახებ.

ეს წინადადება მოიწონა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.