იუსტიციის სახლის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს გაიღებენ

იუსტიციის სახლის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს გაიღებენ

თბილისის იუსტიციის სახლში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად დღეს სისხლის ჩაბარების აქცია განხორციელდება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიცის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, აქციაში მონაწილეობას იუსტიციის სახლის რამდენიმე ათეული თანამშრომელი მიიღებს. გაღებული სისხლით იუსტიციის სახლი, ამჯერად იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიური განყოფილების პაციენტებს დაეხმარება.

"გასულ ჯერზე იუსტიციის სახლის თანამშრომლების მიერ გაღებული 9 ლიტრი სისხლი ლეიკემიით დაავადებულ ბევრ ბავშვს დაეხმარა. გვსურს აქცია ისევ გავიმეოროთ და გავიღოთ ის მცირეოდენი, რის გაკეთებაც ლეიკემიით დაავადებული პატარა მეგობრებისთვის შეგვიძლია", - აღნიშნა იუსტიციის სახლის მენეჯერმა გივი ჭანუყვაძემ.