ბაქოში არასანქცირებულ აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს

ბაქოში არასანქცირებულ აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს

ბაქოში გამართულ, არასანქცირებულ აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აქცია ბაქოში, ფანტანების მოედანზე გუშინ გაიმართა , რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები.

პროტეტსის მიზეზი აზერბაიჯანულ არმიაში წვევამდელების გახშირებული გარდაცვალების ფაქტები გახდა.

აქციის დაშლის დროს სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ხოლო 100-მდე მანიფესტანტი დააკავეს. დაკავებულთაგან უმეტესობა ამ დროისთვის გათავისუფლებულია, მხოლოდ ოთხი დაკავებულის დაპატიმრების საკითხი უნდა გადაწყდეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გუშინდელ აქციაზე დახლოებით 1000 ადამიანი იყო შეკრებილი.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მხოლოდ 2013 წელს აზერბაიჯანის ჯარში 15 ახალგაზრდა დაიღუპა.