ე.წ. მატროსოვის ციხიდან 375 პატიმარი გადაიყვანეს

ე.წ. მატროსოვის ციხიდან 375 პატიმარი გადაიყვანეს

ე.წ. მატროსოვის ციხიდან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ჩათვლით, 375 პატიმარი გადაიყვანეს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელასღსრულების სამინისტროს პრესსპიკერმა, ირაკლი კორძაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხეს, ანუ N9 დაწესებულებას რემონტი უტარდება, რის გამოც დროებით დაიხურა.

"ციხიდან ყველა პატიმარი გადაყვანილია, ნაწილი - გლდანის, ხოლო დანარჩენი სხვა დაწესებულებებში", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გლდანის ციხეში გადაყვანეს აპროტესტებს.