თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის N8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა
,მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ამის მიზეზად ახალაიას ციხის რეაბილიტაციის დაწყება დაუსახელეს, რაც ადვოკატს აბსურდულად მიაჩნია.
"ის ფლიგელი, სადაც ბაჩო ახალაია იყო მოთავსებული, გარემონტებულია, შესაბამისად აბსურდულია მიზეზი, თითქოს ახალაია გლდანის ციხეში შენობის რემონტის გამო გადაიყვანეს", - განაცხადა ადვოკატმა.
მალხაზ ველიჯანაშვილი მოითხოვს, ციხიდან ახალაია გლდანის ციხიდან გადაიყვანონ.