საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს

საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს "ნაციონალი" წევრი დავით წერეთელი იკითხება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით წერეთელი იკითხება. 

დაკითხვის უწყებაში მისი გამოძახების კონკრეტული მიზეზი განმარტებული არ არის, თუმცა, გავრცელებული ინფორმციით წერეთელს ჩვენებას "თბილსერვისთან" დაკავშირებით ჩამოართმევენ.

"ნამდვილად არ ვიცი რა საკითხზე ვარ დაბარებული. რამდენიმე საათის წინ დამიკავშირდნენ, რაიონში ვიყავი და წამოვედი იქიდან. ერთი ის ვიცი, რომ სამმართველოს უფროსთან მექნება გასაუბრება", - განაცხადა წერეთელმა. მისივე თქმით, მას "თბილსერვისთან" არანაირი შეხება არ ჰქონია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი კი წერეთლის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკური დევნას უკავშირებს. "მე მაქვს ინფორმაცია, რომ 19 აპრილამდე ასეულობით ადამიანი იქნება დაკითხვაზე დაბარებული საგამოძიებო უწყებებში, რათა ჩვენს მიერ დაგეგმილ მიტინგს რამენაირად ხელი შეეშალოს", - აღნიშნა იონათამიშვილმა.