პანკისის პრობლემა ჩემი მინისტრობის პერიოდში გადაწყდა, - ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ "მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" განაცხადა. კითხვაზე - ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მას ჰქონდა დიდი წვლილი ამ პრობლემის მოგვარებაში, ვალერი ხაბურძანიამ აღნიშნა, რომ "ალასანიას რა თქმა უნდა წვლილი აქვს", მაგრამ მასაც ჰქონდა თუნდაც მცირედი წვლილი ამაში შეტანილი.
"ალასანია ძირითადად მუშაობდა ამერიკის მიმართულებით. მე ვაბალანსებდი როგორც ამერიკის, ასევე რუსულ მიმართულებას. ალასანიასთან ერთად მეც პანკისში ვიმყოფებოდი. ჩვენ ფიზიკურად ვახორციელებდით ცალკეულ ღონისძიებებს. ჩვენ ვხვდებოდით აგენტურას. უშუალოდ მე პანკისში შევდიოდი ჩემი მანქანით და მე თვითონ ვხვდებოდი იქ აგენტურას",-განაცხადა ხაბურძანიამ.
მანვე აღნიშნა, რომ პანკისის პრობლემის წარმატებით მოგვარება მთელი უშიშროების სამინისტროს დამსახურებაა. "მაგრამ ძირითადი მიმართულება, დაბალანსების, ორივე მხარის ინეტერსების თანხვედრისა, პირადად ჩემი გადაწყვეტილებები იყო",-დასძინა ყოფილმა მინისტრმა.