ვალერი ხაბურძანია მოქმედი ხელისუფლების

ვალერი ხაბურძანია მოქმედი ხელისუფლების "აშკარა პროდასავლური ორიენტაციის გამო" მასთან კონსულტაციებს გამორიცხვას

საქართველოში დაბრუნებული უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გააქტიურებას აპირებს. 

მისი თქმით, ექნება კონსულტაციები იმ ძალებთან, ვინც პრორუსული მიმართულების პოლიტიკოსებად მოიაზრებიან.

"ნინო ბურჯანაძის პარტია აცხადებს, რომ არ არის პრორუსული და ამ მიმართულებით არ სურს ჩართვა, მაგრამ დარჩება კახა კუკავას პარტია",-განაცხადა ხაბურძანიამ.

ამასთან, დღევანდელ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს ვალერი ხაბურძანია გამორიცხვას, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლებას "აშკარა პროდასავლური ორიენტაცია აქვს".