დავით უსუფაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

დავით უსუფაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, აშშ-ში პირველ ოფიციალურ შეხვედრებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. 

"შეხვედრები გაიმართება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის მოადგილეებთან, იმ პირებთან, რომლებიც ევროპასთან და კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან. 25-მდე შეხვედრაა დაგეგმილი კონგრესში, სენატორებთან და კონგრესმენებთან. შეხვედრები გაიმართება კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან - გვაქვს კონკრეტული წინადადებები ჩვენი საჯარო ბიბლიოთეკის განვითარების შესახებ, რაც ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია", - განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ში გამგზავრების წინ.

პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა. ის სამშობლოში ერთ კვირაში დაბრუნდება. დელეგაციის შემადეგნლობაში არიან თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი.