პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა 18 მარტიდან გაგრძელდება. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა , ასევე 18 მარტის სხდომაზე ჩამოაყალიბებს იურიდიული კომიტეტი კანონპროექტის საბოლოო ტექსტს.
მისივე განმარტებით, 18 მარტსვე ბიუროს სხდომაზე გადაწყდება კენჭისყრის ზუსტი თარიღი.
"საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში მოსალოდნელია მომავალი სასესიო კვირის განმავლობაში, რომელიც გულისხმობს 18 მარტიდან ერთი კვირის პერიოდს. ამასთან, 18 მარტს ჩამოაყალიბებს იურიდიული კომიტეტი საბოლოო ტექსტს და სწორედ ამის შემდეგ იქნება დოკუმენტი კენჭის საყრელად მზად. რაც შეეხება კენჭისყრას, ოცში იქნება ეს, თუ ოცდაორში, ამაზე 18 მარტს ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.