დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში მიემგზავრება. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი აშშ-ში გამთენიისას გაემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს , უსუფაშვილი შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებისთვის განცხადებას 04:00 საათზე გააკეთებს. 

პარლამენტის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რა შეხვედრები აქვს დაგეგმილი პარლამენტის თამჯდომარეს. როგორც პრესსამსახურში განმარტეს, ამაზე გამგზავრებამდე დავით უსუფაშვილი თავად ისაუბრებს.