"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის გენადი ონიშენკოს განცხადებით, მან მიიღო მოწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. "რაც შეეხება ვიზიტის კონკრეტულ თარიღს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელშესახებ მომავალში მოხდეს" , - განუცხადა ონიშენკომ "ინტერფაქსს".
მისი თქმით, საქართველოში მოწვევა მოსკოვში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტისას მიიღო.
"გარდა ამისა, მოწვევა არაერთხე დადასტურდა. ეს მოწვევა მე მადლიერებით და პატივისცემით მივიღე - მიუხედავად მოვლენების განვითარებისა. ვიზიტის თარიღი ბევრ საგარეო გარემოებებზე, მათ შორის საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული", - აღნიშნა ონიშენკომ.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის როლის გადაფასება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში შეუძლებელია.
"მას უზარმაზარი პოზიტიური მუხტი მოაქვს, რომელიც მიმართულია ერის კონსოლიდაციაზე, მის მიერ სწორი გზის არჩევაზე და ეყრდნობა დიდ და არც თუ იოლ ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც აქვს ქართველ ერს", - განაცხადა ონიშენკომ.