თბილისის საკრებულოს ორი ახალი დეპუტატი ჰყავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ხდომაზე დაც დეპუტატებმა ორი ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ იმსჯელეს. ავთანდილ ფავლენიშვილისა და თემურ გრიგალაშვილის უფლებამოსილება საკრებულოს წევრებმა უმრავლესობით ცნეს.
ავთანდილ ფავლენიშვილმა ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი წევრი სევდია უგრეხელიძე ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიცე–მერად დაინიშნა.
თემურ გრიგალაშვილმა კი, ნიკოლოზ ჩხაიძე შეცვალა, რომელმაც საკრებულო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დღესვე დეპუტატებმა საკრებულოს ორი კომისიის თავმჯდომარის არჩევაზე იმსჯელეს. დღეიდან ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო კომისიას ნიკოლოზ ბაჩილავა უხელმძღვანელებს, სარევიზიო კომისიას კი - თემურ გრიგალაშვილი.