საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტს ურჩევს, პოლიტიკური ამნისტიის შესახებ კანონის ნაცვლად, დეკლარაცია მიიღოს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონის მიღება პრობლემატრად ეჩვენება.
"პოლიტიკურ ამინისტიასთან დაკავშირებით შიდა საუბრები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამაზე საუბარი ნაადრევია. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ პარლამენტმა კანონის მაგივრად დეკლარაცია მიიღოს პოლიტიკური ამინისტიის შესახებ, რაც შემდეგ უკვე პროკურატურის დონეზე დაკონკრეტდება იმისდა მიხედვით, თუ რა მიმდინარე საქმეებია იქ შესული. კანონის მიღება მეჩვენება პრობლემატურად, თუმცა მიმაჩნია, რომ ესეც შესაძლებელია და ჩვენ ამასთან დაკავშირებით პარლამენტთან ვითანამშრომლებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.