ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი არ აკონკრეტებს, თუ რა საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა მთავარ პროკურატურაში. ჟურნალისტების კითხვაზე, დაიკითხა თუ არა ამირან(ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ "ბევრ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა უწყებაში".
ირაკლი ოქრუაშვილი მთავარ პროკურატურაში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ოქრუაშვილი სამართალდამცავ უწყებაში ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა.
2004 წელს, ბუტა რობაქიძის მკვლელობისას ირაკლი ოქრუაშვილი შს მინისტრი იყო.