ირაკლი ოქრუაშვილი მთავარ პროკურატურაში იმყოფება

ირაკლი ოქრუაშვილი მთავარ პროკურატურაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მთავარ პროკურატურაში იმყოფება. ოქრუაშვილს პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და შესაბამისად, უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით იმყოფება თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცავ უწყებაში.

ამასთან, არ არის გამორიცხული, პროკურატურაში ოქრუაშვილი ამირან(ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით იკითხებოდეს. კერძოდ, 2004 წლის ნოემბერში, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი შს მინისტრი იყო.