ირაკლი ალასანია ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაშავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ირაკლი ალასანია ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაშავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ავღანეთში მომხდარი ინციდენტის დროს ქართველი ჯარისკაცები დაშავდნენ. 

როგორც ჟურნალისტებს "ევროპის სახლში" ირაკლი ალასანიამ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია არის გადაუმოწმებელი და არაზუსტი. ალასანიამ ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდა, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"გთხოვთ, ნუ დაეყრდნობით ჩვენს მოწინააღმდეგეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ყველა ქართველი ჯარისკაცი არის ჯანმრთელად. ინციდენტები ადგილზე ხშირად ხდება ხოლმე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარისკაცები დაშავდნენ, ან მოხდა მათი ფიზიკური ხელყოფა. ყველა ქართველი ჯარისკაცი არის ჯანმრთელად", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.