ლევან ბეჟაშვილი:  სამართლიანობის აღდგენა რევანშიზმს არ უნდა დამესგავსოს

ლევან ბეჟაშვილი: სამართლიანობის აღდგენა რევანშიზმს არ უნდა დამესგავსოს

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულების ახალი მოდელის შემუშავებას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს , რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური შურისძიების იარაღად არ უნდა იქცეს.

"თავისთავად, მოდელი შესამუშავებელია, რადგან გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით და ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა. ჩვენს ქვეყანას მსგავსი ტიპის გამოცდილება არ აქვს და ამის გამო სხვა ქვეყნების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ მართლმსაჯულება არ იქცეს პოლიტიკური შურისძიების იარაღად და სამართლიანობის აღდგენა არ დაემსგავსოს რევანშიზმს", - განუცხადა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს "რედისონში" სადაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, ბოლო თვეების ფაქტები მხოლოდ იმაზე მეტყველებენ, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური შურისძიების იარაღად ქცევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება.
"სამწუხაროდ, გვაქვს ბოლო თვეების ფაქტები, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ გახშირდა პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები და ამაზე მხოლოდ ქართული საზოგადოება კი არ საუბრობს, არამედ აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული როგორც ევროსაბჭოს, ისევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში და ა.შ. ჩვენი პოზიციაა, რომ სამართლიანობის აღდგენა არ შეიძლება მოხდეს უკანონო მეთოდებით. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში კანონიერების წინსვლის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.