საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდება. შეხვედრის დაწყებისას სააკაშვილმა უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიმართვას უპასუხა.
"რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ულტიმატურმის ფორმით მოითხოვნა ჩვენი მხრიდან ნაბიჯების გადადგმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია მანამდეც იყო გაცხადებული – ჩვენ გვინდა კლიმატის განმუხტვა, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა (სრულიად ნათელია, რომ ქვეყანა ახლა იმყოფება პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში), გვინდა ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების კურსს, ამიტომ ჩვენ ვართ მზად ძალიან ფართო, გახსნილი, მოქნილი დიალოგისთვის ყველა საკითხზე, მათ შორის კონსტიტუაციაზე. ჩვენი პასუხი მათ ულტიმატუმზე არის კონსტრუქციული _ ნებისმიერ ადგილზე მზად ვართ შესახვედრად და სერიოზულად სალაპარაკოდ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მიმართვა რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 2-3 დღეში საკუთარი მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდა.