ბაჩო ახალაია ახალი ბრალდების დაუშვებლად ცნობის საკითხს დააყენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალის წაყენების დროს შეეზღუდა ადვოკატის დასწრების უფლება. კერძოდ, როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, ახალაიასთვის უნდა მიეცათ საშუალება და ვადები, რომ მას ბრალის წარდგენის პროცესში ადვოკატი ჰყოლოდა.
"ახალ ბრალდებაზე ბაჩო ახალაიას ადვოკატი არ ჰყავს. ოჯახისთვის უნდა გაეგებინებინათ ბრალის წაყენების შესახებ, თუმცა, ასე არ მოხდა, რითაც ახალაიას შეეზღუდა ადვოკატის დასწრების უფლება", - აღნიშნა მალხაზ ველიჯანაშვილმა.