საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგის თემა ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია ხათუნა ბერძენიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" ხათუნა ბერძენიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სამსახურში იმყოფება.