თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის სასამართლო პროცესი გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარათელის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა, იწყება საქმის არსებითი განხილვა, რომელიც აკრძალული ნივთის შენახვისა და გამოყენების ბრალდებას მოიცავს.
მისივე ინფორმაციით, პროცესზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეებიც, თუმცა ისინი "გიორგი ბარათელის მიერ ე.წ შტირის შენახვა-გამოყენებას არ ადასტურებენ".
სასამართლო პროცესს, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, ბრალდებულიც დაესწრება.