ასეთი სამარცხვინო პროკურორი, როგორიც არჩილ კბილაშვილია, საქართველოს თავისი განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ჰყოლია, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურა მთლიანად არის დანამატი "ქართული ოცნების".
"მე ვფიქრობ, ასეთი სამარცხვინო პროკურორი საქართველოს თავისი განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ჰყოლია, როგორიც არჩილ კბილაშვილია" , - აღნიშნა წიკლაურმა. მისივე თქმით, კბილაშვილის განცხადებები, მაგალითად, თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით ცდება ყოველგვარ ზღვარს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, იცის მთელმა საზოგადოებამ, რომ ამ ადამიანს იარაღი ჩაუდეს. პროკურორი ცდილობს, ამის საწინააღმდეგოს დამტკიცებას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დადგეს იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ექვსი ადამიანი გააგზავნა გუნავასთვის ნარკოტიკებისა და იარაღის ჩასადებად.